ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ახალციხელი პატრულ-ინსპექტორი ამხილეს – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

October 9, 2023

მოქალაქის მიმართ, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ამხილეს – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ამავე წყაროს ცნობით 2023 წლის 28 სექტემბერს, ახალციხეში, ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მოქალაქეზე, რის შედეგადაც მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

საქმეზე გამოძიება , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.