ავტორი: მირანდა ფუტკარაია, სოფიკო ქარცივაძე
დღეს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 14 აპრილი ქართული ენის დღედ 1990 წლიდან გამოცხადდა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დედაენის დღე აღინიშნა წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.
წალკის N 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თარიღთან დაკავშირებით კალიგრაფიის კონკურსს ჩაატარეს.