ინფორმირება, განათლება, გაძლიერება – UNFPA-ს, FAO-ს და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივა ქალებისთვის

April 14, 2022

R

გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ეკონომიკური გაძლიერებისა და სათემო მონაწილეობის შესახებ, სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერები ამაღლებis მიზნით, თელავში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაეროს მოსახლეობის ფონდის და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, ახმეტაში მცხოვრები ქალებისთვის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მათ ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.