ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ქალაქ ახალციხის და ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ სამეთვალყურეო ვიდეო კამერები დაამონტაჟა, რისთვისაც 650 ათასი ლარი დახარჯა.
ახალციხეში სამეთვალყურეო ვიდეო კამერების მონტაჟი “ნაციონალური მოძრაობის” ( 50 000 ლარი 2012 წ.) შემწირველმა კომპანიამ “შპს დელტა კონსალტინგმა” განახორციელა.
მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ვიდეოკამერების დამონტაჟების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ახალციხის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით, ცენტრალური პარკისა და ტბის მიმდებარედ ვანდალური შემთხვევები მოხდა. მისივე თქმით, “ვანდალური ფაქტების გამოვლენისას, მერია შესაბამის ზომებს მიიღებს”.
რაც შეეხება ვანდალიზმის ფაქტებს, ადგილობრივებს სკვერების დაზიანებასთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ჩვენთან საუბრისას ისინი ყურადღებას სკვერების მოწყობისას უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოზე ამახვილებენ.