დმანისში ხიდის და გზის მოწყობისთვის 200 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება# ტენდერი

July 26, 2023

დმანისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე მედიათეკასთან სამანქანო ხიდის და გზის მოწყობის სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის მერია 200, 377 ლარის დახარჯვას გეგმავს- ამის შესახებ ინფორმაცია სახელწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

Რა პრინციპით შეირჩა აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი, საიდან იქნება გამოყოფილი აღნიშნული თანხა? მეტი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას დავუკავშირდით.

მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საკითხის გარკვევას გუშინ დაგვპირდნენ თუმცა დღეს უკვე ჩვენს ზარებს აღარ უპასუხეს.

წინადადებების მიღება 5-10 აგვისტოს იწარმოებს.

კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.