კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა და რამდენიმე საარჩევნო უბანში არჩევნების პროცესს გაეცნო , ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა. ის რამდენიმე საარჩევნო უბანში არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
” სამართლიან არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ამომრჩეველთა დაშინებას, ხმათა მოსყიდვებს და სხვა რაიმე სახის იძულებას. ჩემი დაკვირვებით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება. აუცილებლად, მიდით არჩევნებზე“.
მარნეულში სხვადასხვა უბანზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მა შორის ფიზიკური დაპირისპირება. შსს-ს განცხადებით, იქ მობილიზებულია პოლიცია და ადგილზე სწავლობს სიტუაციას.