წალკის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს, კოსტას და ხარაბას მეხუთე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება – აღნიშნულ სოფლებში საქსტატის ცნობით 500-მდე მოსახლე ცხოვრობს.
როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების ადგილობრივ სამსახურში გვეუბნებიან, ციტატა: “სატუმბი სადგური შაბათს დაზიანდა, კვირა და ორშაბათი უქმე იყო, რა დროსაც ბაზრობა არ მუშაობდა, რომ საჭირო ნაწილები ეყიდათ.”
მათივე ცნობით, მიმდინარეობს სამუშაოები და მოსახლეობას დღის ბოლომდე წყალი მიეწოდება.
რამ გამოიწვია დაზიანება? – კომპანიაში ჩვენს კითხვას არ უპასუხეს.