კლიმატის ცვლილება და მასზე მორგებული სოფლის მეურნეობა წალკის მუნიციპალიტეტში

August 30, 2023

“1986-2015 წლებში 1956-1985 წლებთან შედარებით, ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა თითქმის ყველგან მომატებულია 1°C-მდე,” – ვკითხულობთ, საქართველოს კლიმატის ცვლილებების 2030 წლის სტრატეგიაში.

საქართველოში კლიმატის ცვლილებები თითქმის ყველა რეგიონში იგრძნობა. გამონაკლისი არც წალკის მუნიციპალიტეტია. სპეციალისტების შეფასებით, მუნიციპალიტეტი კლიმატის ცვლილების გამო მნიშვნელოვანი სირთულეების წინაშე დგას, რადგან წალკაში მიწის 80% მორწყვა სჭირდება.

კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების გაზრდის და მეურნეობის გარემოზე მორგების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით, წალკელმა ფერმერებმა სხვადასხვა სახის დაფინანსება მიიღეს.

მათ შორისაა გიორგი აბულაძეც. მას სასათბურე მეურნეობა აქვს და სხვადასხვა ბოსტნეული მოჰყავს. აბულაძემ პროგრამის ფარგლებში სათბური ორმაგი ფირებით გადახურა, რომლის საშუალებითაც სათბურის სავეგეტაციო პერიოდი 1-1,5 თვემდე გაზარდა.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში წალკის სხვადასხვა სოფელში დააფინანსეს დაწვიმების სარწყავი სისტემა, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო ღობე, კულტივირებული იტალიური იონჯა ნიადაგის დეგრადაციის პრევენციისთვის. პროექტები სადემონსტრაციო ტურის ფარგლებში ადგილობრივმა ფერმერემა და მედიის წარმომადგენლება მოინახულეს.