ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

December 1, 2021

®

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ლიბერთიმ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ინიციატივები პირდაპირ ეხმიანება ლიბერთი ბანკის მიერ წარდგენილ სტრატეგიას ” ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის”. 

მემორანდუმს ხელი ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ მოაწერეს.