ადიგენის მუნიციპალიტეტის რამდენიმე მაღალმთიან სოფელს, მათ შორის დერცელს, ელექტრო ენერგია უკვე დღეა არ მიეწოდება.
როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” გვეუბნებიან, ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მაღალმთიანი სოფლების ნაწილიც.
კომპანიის ცნობით, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო გადამცემი ბოძების შეკეთება და აბონენტებს ელ-ენერგია ეტაპობრივად მიეწოდება. რამდენი სოფელია რეგიონში უშუქოდ – ვერ აკონკრეტებენ.
აქვე გეტყვით, რომ 6 თებერვალს საქართველოში ძლიერი თოვლი, ქარი და წვიმა მოვიდა. შედეგად რამდენიმე რეგიონში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარგეეთში ჩამოწოლილ მეწყერში, 4 სახლში მცხოვრები 10 ადამიანი მოყვა, რომელთაგან მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს.
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში სტიქიამ დატბორა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა და ჩაიკეტა სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო გზები.