მეორე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის და მოსწვალეების აღნიშნულ შენობაში დაბრუნების მოთხოვნით, ახალციხეში საპროტესტო აქცია გრძელდება. სკოლასთან შეკრებილი მშობლები და მოსწავლეები შესაბამის უწყებებს მიმართავენ და პროცესში დახმარებას ითხოვენ. მოსწავლეთა ნაწილი არც, არც გუშინ და არც დღეს პირველ საჯარო სკოლაში არ მისულა, ეს ის სკოლაა რომელშიც რესურსცენტრმა სასწავლო პროცესი დროებით, 2023 წელს შეაჩერა.
დღესვე შეკრებილებთან ამავე სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე მივიდა და მშობლებს ბავშვების სკოლაში დაბრუნება სთხოვა, მისივე თქმით “სხვა შემთხვევაში სოციალური მუშაკი ჩაერთვება, რადგან ეს არის სწავლების უფლების შეზღუდვა.”
სკოლის დირექტორი, ბელა დიასამიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ყველა კლასის დამრიგებელს გუშინვე შეხვდა და ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დამრიგებლებს დაავალა პროტესტზე მყოფ მშობლებთან დარეკვა პირველ სკოლაში ბავშვების გაშვების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყაროს ცნობით, ის პროცესში სოციალური მუშაკების ჩართვას გადაწყვეტდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, სკოლის დირექტორმა, ბელა დიასამძემ დაგვიდასტურა – ვნახოთ ვიდეო.
მეორე საჯარო სკოლა 3 წლის წინ, რეაბილიატციის მიზნით დაცალეს. მასწავლებლების თქმით, პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა 3 წლის შემდეგაც კი არ არის ცნობილი, რა ბედი ეწევა სკოლას. არსებულს გაარემონტებენ თუ მის ნაცვლად ახალს ააშენებენ.