“COVID19 ადამიანს ანძებით არ გადაეცემა, არც თხევადი ჩიპები შექმნილა ჯერ” – ფაქტები მითების ნაცვლად
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთი აქტიურობით უწყვეტად ბოლო პოზიციებზეა, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით. მოსახლეობის პასიურობა ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, ერთ-ერთი ყალბი ინფორმაციის გავლენაა.
ჩვენ გავეცანით რამდენიმე აქტიურად გავრცელებულ დეზინფორმაციულ გზავნილს და შევეცადეთ მათზე კვალიფიციური პასუხებით გაგვექარწყლებინა ისინი.