ფსიქოტროპული წამლები სამცხე-ჯავახეთში ორი თვეა არ იყიდება, ჯანდაცვის სამინისტრო დუმს

October 26, 2021

რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, იმისთვის რომ ფსიქოტროპული აბების საჭიროების მქონე პაციენტებმა მედიკამენტების შეძენა სამცხე-ჯავახეთშიც შეძლონ? როგორია უწყების პოზიცია შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ახალციხეში ექიმის მიერ გამოწერილი ფსიქოტროპული წამლების გაცემა უკვე რამდენიმე თვეა შეზღუდულია? ჩვენ ამ კითხვით ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ დავუკავშირდით, მათ შორის დღესაც, თუმცა უწყებაში დაპირების მიუხედავად რომ საკითხს გაარკვევდნენ, მოგვიანებით აღარ გვიპასუხეს.

რატომ შეუჩერდა ფსიქოტროპული წამლების გამცემ ფარმაცევტს ლიცენზია? — #სამცხე_ჯავახეთი

თემაზე ჩვენი რედაქცია უკვე თვეზე მეტია მუშაობს, როგორც გავარკვიეთ მიზეზი ერთადერთ პროვაიდერ აფთიაქში შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის არყოლაა. აღნიშნული აფთიაქი ახალციხეშია და ის რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 500-მდე პაციენტს ემსახურება.

ახალციხეში ფსიქოტროპულ წამლებს ორ თვეზე მეტია ვერ იღებენ

ფსიქოტროპული წამლების საკითხის გაშუქების შემდეგ ანტონ ობოლაშვილი დაგვიკავშირდა

ახალციხეში მცხოვრებლები ექიმების მიერ დანიშნულ ფსიქოტროპულ წამლებს ვერ იღებენ