ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
აშშ-ში მოღვაწე 55 ქართველი ექიმი სააკაშვილის ამერიკაში სამკურნალოდ გადაყვანის მიზნით ჯო ბაიდენს მიმართავს და შუამდგომლობას სთხოვს. მიმართვა გუშინ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტის გამოჩენას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაჯაროვებას მოჰყვა.
დღეს სააკაშვილი სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით 140-მდე ყოფილი საჯარო მოხელის და მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ღია წერილი გავრცელდა. ტექსტი ავტორები მიიჩნევენ, რომ ციტატა: “პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოში წამებით მოკვდინებას ექნება უაღრესად საზიანო შიდა და გარე პოლიტიკური შედეგები. ფატალური შედეგი, არა მხოლოდ გააღრმავებს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლარიზაციას, არამედ მოსპობს მისი უახლოეს მომავალში გადალახვის შანსსაც კი.”
ქართული ოცნების წევრთა ნაწილი კი, სააკაშვილის მდგომარეობას “მსახიობობას და სიმულაციას” უწოდებენ.
მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა და შექმნილი ვითარების გავლენა ქვეყანაზე – შეფასებებს სამცხე-ჯავახეთში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციები აკეთებენ.
“ამ ერთი ადამიანის გარშემო მოხდა სისტემის კონსოლიდება თუ ზოგადად მთელ პენიტენციურ სისტემას აქვს პრობლემა – ეს ორი მნიშვნელოვანი კითხვაა,”
“დემოკრატ მესხთა კავშირის” ხელმძღვანელი, გია ანდღულაძე კითხვაზე: როგორ აისახება სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ქვეყნის დემოკრატიულობაზე
“ის პროცესები რაც ხდება დღეს სასამართლოში, დემოკრატიულ პროცესებთან არ შეიძლება ასოცირდებოდეს”
“ეს დააზარალებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე”
“ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, მაკა სუდაძე.
“ყველა ადამიანი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს უნდა იყოს დასჯილი,” – ახალციხის მერი, ირაკლი ლაზარაშვილი