მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზეა – მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო სხდომა აქციის ფონზე იმართება

November 29, 2021

7 ნოემბრის ეპიზოდის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო სხდომა აქციის და დაპირისპირების ფონზე იმართება. სხდომას ესწრება საკუთრივ მიხეილ სააკაშვილი.

დღეს სასამართლო პროცესის პარალელურად მშვიდობიანი აქცია იყო ჩანიშნული, თუმცა აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ე.წ წიწაკის სპრეის გამოყენებაზე მიუთითებენ. 

შსს-ში წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

მათი განცხადებით, “უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.”

შეგახსენებთ, რომ წინა სხდომებზე სააკაშვილი მოკლებული იყო შესაძლებლობას პროცესს სასამართლო დარბაზიდან დასწრებოდა. ​