მკოიან-პეტროსიანის სასამართლო სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, არ შედგა. როგორც მკოიანის ადვოკატი, ტარიელ მურვანიშვილი TOK TV-ს ეუბნება: “მოსამართლე შვებულებაშია და ამის გამო სასამართლო პროცესი გადაიდო.”
როდის გაიმართება შემდეგი სასამართლო პროცესი ამ დროისთვის უცნობია. სასამართლო პროცესზე უნდა ყოფილიყო ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა.
შეგახსენებთ რომ საქმე ეხება 26 მარტს , ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის საფუძველზეც ყოფილ დეპუტატს, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, სამველ პეტროსიანს და «ქართული ოცნების» დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ საპატიმრო მოგვიანებით გირაოთი დატოვეს.
ავტორი: სედა სარქისიანი