ახალციხეში, ქალაქ ვალეში სარწყავი სატუმბი სადგურების რეაბილიტაციისთვის მილიონ 300 ათასამდე ლარის დახარჯვა იგეგმება, რომლისთვისაც მერიამ ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ე.წ ,,წისქვილების“ რეაბილიტაციისთვის, მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება, ხოლო ე.წ „ბორახჩის“ სატუმბი სადგურისთვის – 225 ათასამდე ლარის.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, “წისქვილების” სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირაში უნდა დასრულდეს, ხოლო “ბორახჩისთვის” – ოთხ კვირაში.
აქვე გეტყვით, რომ სამცხე-ჯავახეთში სარწყავი წყლის სისტემა მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. რამდენ სოფელშია წყლის სისტემა მოწყობილი, რამდენში არა და რამდენში იგეგმება – ამის შესახებ ჩვენ სამცხის მუნიციპალიტეტებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.