“გუშინ ჟილეტი იპოვეს, სადაც სანთებელა, სიგარეტი და ტელეფონი იყო,” – მერის წარმომადგენელი

May 8, 2023

“ნაქალაქევში “გუშინ ჟილეტი იპოვეს, რომელშიც სანთებელა, სიგარეტი და ტელეფონი იყო,” – გვეუბნება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მერის წარმომადგენელი რამაზ მაღრაძე. ის დაკარგული პირის სამძებრო სამუშაოებშია ჩართული.

“მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, ჩართულია სახანძრო სამაშველო ჯგუფი და ადგილობრივები, ბორჯომიდან ამ ადგილამდე მდინარეს ამოწმებენ.”

ნაქალაქევში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი 4 დღის წინ გაუჩინარდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, იგი ნახირის მწყემსად წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა. მისი კვალი მდინარესთან წყდება, ერთ-ერთი ვარაუდით იგი მდინარეში ჩავარდა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.