ასპინძაში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს მყვინთავები მეოთხე დღეა ეძებენ

May 8, 2023

ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ – როგორც ადგილობრივები ყვებიან, სოფელ ნაქალაქევში მცხოვრები პირი ნახირის სამწყემსად წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.

მისი კვალი მდინარესთან წყდება, სადაც კაცის ზურგჩანთა იპოვეს, – ერთ-ერთი ვარაუდით იგი მდინარეში ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვეუბნებიან, რომ ძებნაში ჩართულია მყვინთავები და მიმდინარეობს ძიება.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.