ევროკავშირი 30 მლნ ევროს საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად გამოყოფს

May 5, 2023

ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დამტკიცებული 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი 36 თვეზეა გათვლილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აღჭურვილობის, მომარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას მოხმარდება. ასევე, იგი მოიცავს საინჟინრო, მართვისა და კონტროლის, სამედიცინო, ლოჯისტიკის და კიბერ თავდაცვის აღჭურვილობას.

აქვე გეტყვით, რომ ევროსაბჭოს ცნობით, 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტს მიიღებს მოლდოვაც.

ამავე წყაროს ცნობით, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვასა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის სამხედრო მისიებში და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით.