რა პროცედურები უნდა გაიაროს საქართველომ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირში წევრობის განაცხადი გააკეთა – საკითხზე სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენელს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დავით ბუჯიაშვილი ესაუბრა.
შეხვედრა ონლაინ გაიმართა და ორგანიზატორი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობაა. შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განცხადება 3 მარტს გააკეთა.