ახალგაზრდები ნინოწმინდიდან, ახალქალაქიდან, წალკიდან და ახალციხიდან დღეს წალკაში ყალბი ინფორმაციის წინნააღმდეგ საზაფხულო სწავლებისთვის შეიკრიბნენ. სწავლება ტოკ ტვ-ს ორგანიზებით მიმდინარეობს.
მსოფლიოში არასწორი ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ხერხი არსებობს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად კი სწორი ინფორმაციის გამიჯვნა ყალბისგან კიდევ უფრო გართულდა. როგორ გამოვავლინოთ ტყუილი და რა ხერხები არსებობს ამისთვის, – მულტიეთნიკურ საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდები ამ უნარებს დაეუფლებიან.
ყალბი ინფორმაციის კვლევის საფუძველზე გამოკვეთილი ტენდენციების, მათი მხელის ხერხების შესახებ სწავლების მონაწილეებს, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის უფროსი მკვლევარი, ნატალი ნემსაძე უყვება.
სწავლების ფარგლებში საზაფხულო სკოლის წევრებს ასევე წარედგინათ მობილური აპლიკაცია, საგანმანათლებლო-გასართობი ხელსაწყო – Fact-Fake.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, დეზინფორმაციის გამოვლენის და მხელის მიმართულებით TOK TV-ს გუნდთან თანამშრომლობა განაგრძონ.
პროექტის მხარდამჭერია კავკასიის უნივერსიტეტი, რომელიც აქტივობას ამერიკის საელჩოს მხარადაჭერილი პროექტის ფარგლებში “TechCamp Tbilisi” ახორციელებს.