“მე გადავცურე ენგური” – ფილმის ჩვენება წალკაში, სოფელ კოხტაში

September 11, 2023

“მე გადავცურე ენგური” – რეჟისორის, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის ნახვა წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, 26 სექტემბერს,წალკაში სოფელ კოხტაში, “კოხტა მედიათეკაში” , TOK TV-ს ოფისში შეეძლება.

ფილმის ჩვენება, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გაიმართება. ჩვენებას დაესწრება თავად რეჟისორიც და აუდიტორიას შეეძლება მისთვის კითხვების დასმა.

მათ, ვინც ფილმის ჩვენებას ადგილზე ვერ დაესწრება, TOK TV შესაძლებლობას გაძლევთ იგი ჩვენს ეთერში ნახოთ.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ისტორიას. ის იღებს გადაწყვეტილებას იპოვოს სახლი, რომელიც ომმა ოთხი წლის ასაკში დააკარგვინა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის ერთადერთი შანსი საზღვრის მალულად გადაკვეთაა.

ბარიერი კი, ბუნებრივი გამყოფი ზოლი, მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ ხელოვნურად შექმნილი მავთულხლართების ხაზია.