“ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“ – ონლაინ შეხვედრა

January 31, 2022

“ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები“, – ამ თემაზე ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი ხვალ, 1 თებერვალს, ონლაინ-შეხვედრას გამართავს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრას გაუძღვება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსთან საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე, დავით ნარდაია.