ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ქართული მხარის საქმიანობას ენიჭება,-ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ქსელის რუსთავის ოფისში გამართულ სემინარზე ითქვა.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სპიკერმა, ნატო ბაჩიაშვილმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ალიანსის ეფექტიანობაც წარმოაჩინა.
შეხვედრას ორგანიზება ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმა გაუწია. სემინარს საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები დაესწრენენ. მის დასასრულს დისკუსია გაიმართა.
მსმენელებმა კითხვები საქართველოს თავდაცვისუნიარობაზე, უკრაინის სამოქალაქო თავდაცვასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე დასვეს.