ბორჯომის მერია ორი ელექტროავტობუსის შეძენას გეგმავს

April 18, 2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ორი ელექტროავტობუსისთვის 140 ათას ლარამდე თანხის დახარჯვას გეგმავს. ამისათვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.  მერის, ოთარ არბოლაშილის თქმით, ტრანსპორტი ბორჯომის პარკში იმოძრავებს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებს, ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა შეისყიდოს და მასზე საგარანტიო ვადა მინიმუმ ერთი 1 წელი იქნება. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია ელექტროავტობუსები შეცვალოს. 

როგორც მერიაში გვეუბნებიან, მუნიციპალიტეტმა სახელმწიფოსგან მიიღო 300 ათასი ლარის ოდენობის გრანტი, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ელექტროავტობუსების შეძენა და ბორჯომის პარკში საბავშვო გასართობი ატრაქციონების მოწყობა. განცხადებების მიღება 24-26 აპრილს იწარმოებს.