ქალაქ ნინოწმინდაში და მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოში, მინი საფეხბურთო მოედნების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 80 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელ საღამოში, მოედნის მოწყობისთვის 30 ათასი ლარია გათვალისწინებული, ხოლო ქალაქ ნინოწმინდაში – 48 ათასი.
როგორც მერიაში გვეუბნებიან, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 11-14 სექტემბერის განმავლობაში იწარმოებს და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით სამი თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს.