ქალაქ ნინოწმინდაში, ცენტრში არსებული მდინარე, უკვე წლებია დაბინძურებულია. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ მდინარის დასუფთავებას და სანიტარულ ნორმებში მოყვანას ითხოვენ.
როგორც აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, მდინარეში ჩაედინება საკანალიზაციო ნარჩენები, იყრება ნაგავი და მათ შორის მკვდარი ცხოველების ნეშტი.
პრობლემის მოგვარების ადვოკატირებას “ჰექს-ეპერის” მხარდაჭერილი კამპანიის ფარგლებში ჩვენი რედაქცია, “ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან” ერთად ეწევა. პროექტის მიზანია საკითხის გადაჭრისთვის თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახოს, ამ მიზნით მუნიციპალურ ორგანოს განცხადებით უკვე მივმართეთ.
ნინოწმინდის მერი, ანივარდ მოსოიანი გვეუბნება, რომ საჭიროა სამოქმედო გეგმის შედგენა თუ სად უნდა მოხდეს ნარჩენების გადატანა. მისივე თქმით, იმ შემთვევაში თუ მდინარეს გაწმენდენ, კვლავ დაბინძურდება, რადგან მოსახლეობა საქონლის სადგომებს დასუფთავების შემდეგ ნარჩენებს ამ მდინარეში უშვებს.
პროექტი ხორციელდება, „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში” ფარგლებში, რომელსაც ჰექს-ეპერ ჯორჯია, ადგილობრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობ ცენტრთან” პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
მასალა მომზადებულია პროექტის, “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში, რომელსაც HEKS-EPER Georgia, რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ახორციელებს.