ავტორი: რუსტამ მაილოვი
საქართველოში ნოვრუზ ბაირამი აღინიშნება. Ტრადიციის მიხედვით, დღესასწაული გაზაფხულის მოსვლას და ახალი წლის დადგომას უკავშირდება და არ ატარებს რელიგიურ ხასიათს. Მიიჩნევა, რომ ნოვრუზ ბაირამი არის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული კაცობრიობის ისტორიაში და მისი აღნიშვნა ჯერ კიდევ ძვ.წ. VII საუკუნემდე დაიწყო. ნოვრუზი სპარსულად ნიშნავს “ახალ დღეს”.
ნოვრუზ ბაირამი 2010 წელს საქართველოში ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. Ერთი წლით ადრე კი, 2009 წლის 30 სექტემბერს ნოვრუზი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა .
Სახალხო Დღესასწაულს ბევრი ჩვეულება ახლავს. ეწყობა ჭიდაობის შეჯიბრებები, ცხენების ჯირითი, გამოფენები, ბაზრობები, კონცერტები. Იშლება სადღესასწაულო სუფრა.
Საზეიმო ღონისძიებებს შეხვდებოდით ქვემო ქართლის არაერთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის გარდაბანშიც.
ფოტო: ქვემო ქართლის მხარე
Ტრადიცია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო დღეისათვის ახალგაზრდა თაობაში ნაკლებ აქტუალურია, თუმცა ნოვრუზის აღნიშვნა ოჯახების ნაწილისთვის მაინც აუცილებელი რიტუალია.