“ოცნების დეპუტატმა” ახალციხის საკრებულოში, პირდაპირი შესყიდვებით 250 ათასამდე ლარი მიიღო – ამის შესახებ კვლევას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, დეპუტატის გელა ჭალაძეს ორმა კომპანიამ 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე, ზემოთაღნიშნული თანხა პირდაპირი შესყიდვებით მიიღო, საიდანაც თითქმის 60 % ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან და მისი იურიდიული პირებიდან დაერიცხათ.
ამავე კვლევის მიხედვით, გელა ჭეააძემ “ქართულ ოცნებას” 3 250 ლარი შეწირა.
ჩვენ გვინდოდა საკუთრივ გელა ჭალაძის პოზიცია შემოგვეთავაზებინა, თუმცა იგი ჩვენს ზარებს მთელი დღის განმავლობაშ არ პასუხობს.