საკონსტიტუციო სასამართლოს აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებში, მთავრობის თანხმობის გარეშე, მოგზაურობით ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, – გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ცხრა მოსამართლიდან 6-მა დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
ახლა, საქართველოს პარლამენტმა იმპიჩმენტს 2 კვირაში უნდა უყაროს კენჭი და იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რომელიც, დღევანდელი მოცემულობით, მმართველ პარტიას არ აქვს.
“ქართულმა ოცნებამ” მათივე მხარდაჭერილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ განცხადება 1 სექტემბერს გაავრცელა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში 14 სექტემბერს გაიგზავნა. სასამართლო მხარეებს სამი დღის განმავლობაში უსმენდა.