პურის გაძვირება ახალციხეშიც აისახა. ახლა პურის შეძენა უკვე 90 თეთრად არის შესაძლებლი. მისი გაძვირების მიზეზი ფქვილის ფასის ზრდაა. როგორც ექსპერტები ამბობენ მსოფლიო ბაზარზე ტონა ხორბლის ფასი 240 დან 300-320 დოლარამდე გაიზარდა, შესაბამისად ცვლილება აისახა საქართველოზეც.
ჩვენ თემაზე რამდენიმე დღის წინ სიუჟეტი შემოგთავაზეთ, მაშინ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სალიგავა გვეუბნებოდა, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის მატებასთან ერთად პროდუქციის გაძვრების მიზეზი ქვეყანაში აქამდე არსებული პურის ფქვილის სუბსიდირების პროგრამის გაუქმებაა.
ნახეთ ამ თემაზე მომზადებული სიუჟეტი