კლინიკა “იმედი” გადატვირთულია #COVID19

October 20, 2021

ახალციხის კლინიკა «იმედში» კორონავირუსის დიაგნოზით 60 პაციენტი წევს, მათგან ნაწილის მდგომარეობა რთულია, – ინფორმაციას კლინიკაში გვიდასტურებენ. 

კლინიკაში საწოლების რაოდენობაც 60-ია, შესაბამისად ადგილები სრულად შევსებულია. კლინიკის მენეჯერის, მზია კაკოშვილის თქმით, ამათგან 9 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და 4 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დღეს NCDC-ის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 101 შემთხვევა დაფიქსირდა.  ამავე წყაროს ინფორმაციით, რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. 20 ოქტომბრის მონაცემებით, რეგიონში კიდევ 113 პირი აიცრა.