ქალაქ ახალციხეში, რაბათის სასაფლაოსთან მისასვლელი საავტომობილო გზის და პარკინგის მოწყობა იგეგმება, რისთვისაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 226 424 ლარის დახარჯვას გეგმავს,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 11-დან 19 მარტის ჩათვლით იწარმოებს.