სჯა გოდერძისთვის გრძელდება

March 13, 2024

როგორ უნდა მოხდეს გოდერძის კურორტების სწორი განვითარება, რისკების შეფასება და ადგილობრივი მოსახლეობის ინეტერესების გათვალისწინება.  ეს ის უმნიშვენლოვანესი საკითხებია, რომლებზე მსჯელობა კვლავ  გრძელდება.

12 მარტს ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში კურორტის განვითარების გეგმაზე,  საჯარო განხილვა უკვე  გაიმართა, თუმცა სამოქალაქო აქტივისტები მეტი ჩარტულობის მოლოდინში არიან:

ჰურიე აბაშიძე – სოლიდარობის თემი

ჯემალ საგინაძე – სამოქალაქო აქტივისტი.

საჯარო განხილვაზე   იმ შენიშვნების შესახებ ისაუბრეს, რომელიც  არასამთავრობო ორგანიზაციებით დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა ,,გოდერძის მეგობრები“ რეკომენდაციის დოკუმენტის სახით  ,,გარემოს ეროვნულ სააგენტოს“ განხილვამდე გადაუგზავნა.  

ირაკლი მიქელაძე – ,,გოდერზის მეგობრებო CENN

ნადიმ ვასაძე – ხულოს მერის  მოადგილე:

განხილვაზე წარმოდგენილი დოკუმენტში ჩართული მხარების მხრიდან წინასწარ წარმოდგენილი შენიშვნები ნაწილობრივ  ასახული და გათვალისწინებულია, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც მსჯელობა კვლავ მიმდინარეობს.

გაითვალისწინებენ  თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის წინადადებებს და როგორ აისახება ის სამუშაო დოკუმენტში, ინფორმაციას ამის შესახებ 20 მარტს შევიტყობთ. სწორედ, ამ დრომდეა შესაძლებელი გარემოს ეროვნულ სააგენტოს დაინტერესებულმა პირმა  წინადადებით მიმართოს.

Tok.tv რედაქცია თემაზე მუშაობას აგრძელებს და ვრცელ სიუჟეტს შემოგთავაზებთ.

Tags: , ,