სტაჟირება ინტეგრაციისთვის და როგორ ვზომავთ ეფექტიანობას

October 22, 2022

ავტორი:მირანდა ფუტკარაია

ა­რაქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მოქალაქეების სა­ზო­გა­დო­ე­ბაში ინტეგრაცია უკვე რამდენიმე წელია ნაზიკ ექნოსიანის მთავარი საქმიანობაა. ის ამას ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილას სკოლიდან ცდილობს, სადაც 5 წელია ორენოვან დამხმარე მასწავლებლად მუშაობს.

ნაზიკ ექნოსიანმა  ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო 4+1  პროგ­რა­მა­ზე 2012 წელს ჩააბარა.  2017 წელს კი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო.ის ამბობს, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ეს პროექტი მნიშვნელოვანია, თუმცა თვლის, რომ  მეტი ხანგრძლივობის შემთხვევაში უფრო ეფექტიანი იქნებოდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი 4+1 პროგრამის ბენეფიციარებისთვის სტაჟირებას 2017 წლიდან აცხადებს. წარმატებული აპლიკანტები 1-დან 6 თვემდე სტაჟირებას სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გადიან.

პროგრამა არაქართულენოვანი მოქალაქეების კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სტაჟირებების ეფექტიანობას ის მაჩვენებელი განსაზღვრავს, თუ რამდენი მონაწილე დასაქმდება შემდგომ, – ამბობს არნოლდ სტეფანიანი, “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე.

ოფიციალური  მონაცემებით, 4+1 პროგრამით მოსარგებლე პირებისთვის გამოცხადებული სტაჟრების პროგრამით დღემდე 400-მდე პირმა ისარგებლა. Მიმდინარე წელს სტაჟირებაზე განაცხადების მიღება 26 სექტემბერს დაიწყო და 17 ოქტომბერს დასრულდა. სტაჟირება ანაზღაურების გარეშეა. ამჟამად შემოსული განაცხადების გადარჩევა მიმდინარეობს.