რამდენი მილიონი ლარის გამოყოფას გეგმავენ ადიგენისთვის – 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდა

November 24, 2021

ადიგენის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 მილიონ 538 500 ლარით განისაზღვრა. დოკუმენტი მერიაში განსახილველად უკვე გადაიგზავნა. პროექტის თანახმად,  ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით მილიონ 613 900 ლარით გაზრდილია. როგორც საკრებულოში განმარტავენ მატება ძირითადად მოსაკრებლის ხარჯზე მოდის. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 300 ათას ლარამდეა გაზრდილი სახელფასო ფონდი. საკრებულოს თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი გვეუბნება, რომ მომავალი წლიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის ხელფასების მატებას გეგმავენ. 

პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება. მათ შორის წყლის სისტემების მშენებლობა – რეაბილიტაციას და გარე განათების მოწყობას.

ფოტო: HDV.ge