მოუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, სამხარაულის დასკვნა ცნობილია და პროკურატურაშია გადაგზავნილი, არცერთი ოფიციალური უწყება ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გვითხრეს, რომ ორშაბათამდე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, ხოლო პროკურატურამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ დასკვნის მიღების შესახებ წყაროებმა ინფორმაცია გუშინ მოგვაწოდეს, მოგვიანებით ფაქტი დაადასტურა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმაც.
დასკვნის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც ახალციხის კლინიკა “იმედში” – სწორედ ეს არის ის კლინიკა, სადაც მედდა მუშაობდა და სადაც ვაქცინა გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ მედდა 2020 წელს, ვაქცინაციის მიღების შემდეგ ცუდად გახდა, იგი მეორე დღეს გარდაიცვალა.