ახალქალაქში მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ 1 პირი დააკავა

December 15, 2022

ახალქალაქში, ე.წ სამხედრო დასახლებაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყება გვიდასტურებს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

ჩვენი ინფორმაციით, პირს ასაფეთქებელი ნივთიერება საცხოვრებელ კორპუსში ჰქონდა, შემთხვევა სწორედ მას უკავშირდება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ს 229-ე მუხლით დაიწყო, რაც ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანას, განთავსებას, გასროლას, აფეთქებას ან სხვა მოქმედებას გულისხმობს.