პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური მიზეზი, ჯანმრთელობის გაუარესების პრევენციაა.
როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
სააკაშვილის მხარადმჭერები და პარტიის წევრები მთავრობის ამ გადაწყვეტილებას დღეების განმავლობაში ეწინაღმდეგებოდნენ და მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ.
სააკაშვილის სავარაუდო გადაყვანის შესახებ ცნობები ორი საათის წინ გავრცელდა. ეჭვებს ამყარებდა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყო მოთავსებული ვერტმფრენის გამოჩენა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბაჩო დოლიძე გვეუბნება, რომ სანამ ომბუდსმენი ან ადვოკატები არ დაგვიდასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გლდანის 18 სამკურნალო დაწესებულებაშია მათი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი. მისივე თქმით, პენიტენციური დაწესებულებისადმი არანაირი ნდობა არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია იმართება, რომელსაც ენმ-ს ახალციხის ოფისის წარმომადგენლის, დავით ახალკაცის თქმით, სამციხდან 1000-მდე პირი შეუერთდა.