სანამ ომბუდსმენი არ დაგვიდასტურებს, რომ სააკაშვილი გლდანის 18 სამკურნალო დაწესებულებაშია ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი – ბაჩო დოლიძე

November 8, 2021

სანამ ომბუდსმენი ან ადვოკატები არ დაგვიდასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გლდანის 18 სამკურნალო დაწესებულებაშია ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდი – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბაჩო დოლიძე გვეუბნება. 

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულებისადმი არანაირი ნდობა არ არსებობს. 

მესამე პრეზიდენტის გადაყვანის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა არც ადვოკატები არც ოჯახის წევრები და არც სახალხო დამცველი. 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. განცხადების მიხედვით გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე გადაწყდა. 

სახალხო დამცველის და ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით N18 სამკურნალო დაწესებულება არ შეესაბამებოდა სტანდარტებს, რომელსაც მოშიმშილე პირის მიღება შეეძლო.