რა პროფესიული გამოცდილება აქვს სამცხე-ჯავახეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულს

May 13, 2025

რა პროფესიული გამოცდილება აქვს სამცხე-ჯავახეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულს, ზაალ გელაშვილს. სადავო ლეგიტიმაციის მთავრობის ადმინისტრაცია გელაშვილის ბიოგრაფიას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც გელაშვილი სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო შსს-ში და ბაკურიანის განვითარების სააგენტოში. 

ნახეთ ბიოგრაფია: 

1991-1996 წწ. – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი;

პროფესიული გამოცდილება:

2022-2025 წწ. – ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო” – ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;

2016-2017 წწ. – შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის, ინსპექტირების და ფინანსური დარღვევების შემოწმების მთავარი სამმართველოს უფროსი;

2003-2013 წწ. – კომპანია მაგი – დამფუძნებელი პარტნიორი;

2003-2015 წწ. – ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი;

უცხო ენები: ინგლისური, რუსული

ზაალ გელაშვილი “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 6 მაისს წარადგინა. დანიშვნისთანავე ჩვენი სამი თანამშრომლის ნომერი დაბლოკა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ განბლოკა. 

სამცხე-ჯავახეთის ახალმა გუბერნატორმა განგვბლოკა

გელაშვილმა ამ პოზიციაზე ბესიკ ამირანაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული 8 წლის განმავლობაში იყო. 

ამავე თემაზე: მედიის დაბლოკვით და დახურულ კარს მიღმა – სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორის პირველი დღე

ფოტო: სამცხე-ჯავახეთის მხარე