Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

“გამოდის როგორც კაკაოს ფერი,” – ახალციხეში დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ

May 12, 2025

“გამოდის როგორც კაკაოს ფერი,” – ახალციხეში დაბინძურებული სასმელი წყლის პრობლემაზე საუბრობენ

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

ახალციხეში მცხოვრებლები დაბინძურებული და გამოსაყენებლად უვარგისი სასმელი წყლის პრობლემაზე უკვე თვეებია საუბრობენ. 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მიუხედავად წყლის ფერისა, იგი ლაბორატორიულად სუფთაა. 

ეს ვიდეო ჩვენს რედაქციას ერთ-ერთმა ახალციხელმა მოაწოდა. როგორც კადრებში ჩანს, სასმელი წყლის ონკანზე დამაგრებული ფილტრი დაბინძურებულია. 

როგორც ვიდეოს ავტორი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ფილტრს თითქმის ყოველდღე წმენდს, იგი მაინც ასე გამოიყურება. 

ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, რომელმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო საჯაროობა არ ისურვა, დაბინძურებული წყლის პრობლემაზე საუბრობენ ახალციხელები. 

“საერთოდ არ შეიძლება დალევა. ვყიდულობთ წყალს”

“ორი წლის წინ ძალიან დიდი პრობლემა მქონდა ჯანმრთელობის. ვერსია იყო, რომ წყლიდან გადასულიყო ბაქტერია”

ნახეთ გამოკითხვა:

ახალციხეში, აპრილის თვეში დაბინძურებული წყალი თითქმის ორი კვირის განმავლობაში მოდიოდა. ამ პერიოდში მოსახლეობა მიუთითებდა, რომ წყალი გამოსაყენებლად უვარგისი იყო, რადგან იყო ძალიან ამღვრეული, მოჰყვებოდა სხვადასხვა სახის ნარჩენები და მატლებიც კი. მას შემდეგ, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე, ონკანებში შეფერილი წყალი ამ დრომდე მოედინება.

ამის მიუხედავად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მაშინაც ირწმუნებოდა და ახლაც ირწმუნება, რომ წყალი ამღვრეული თუმცა ლაბორატორიულად სუფთაა. 

შეისწავლა თუ არა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასმელი წყლის ხარისხი? სააგენტოდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია 29 აპრილს მივიღეთ, რომლის მიხედვითაც მათ მიერ, 5 ლოკაციიდან აღებული წყლის ნიმუშები “შეესაბამებოდა  საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სტანდარტებს.”

“ხუთივე სინჯში მომატებულია სიმღვრივე, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლების მიხედვით, სასმელი წყალი შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტის“ მოთხოვნებს,” – ნათქვამია წერილში.

დავუკავშირდით “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასაც”, უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაცია საჯარო წესით უნდა გამოგვეთხოვა. ჩვენ ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ.