რა სახის დეზინფორმაცია ვრცელდება საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ვაქცინაციის და ქვეყნის დასავლურ კურის შესახებ და როგორია მათი გავლენა მოსახლეობაზე – საკითხების შესწავლას, მკვლევარი ამერიკიდან ზოი ბორდენი 9 თვის განმავლობაში გეგმავს.
სწორედ ამ მიზნით იგი სამცხე-ჯავახეთში იმყოფება. მკვლევარი მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, ამ ინიციატივის ფარგლებში ის ჩვენ ოფისსაც სტუმრობდა.