რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე?

February 16, 2022

რა გავლენა იქონია კორონავირუსის პანდემიამ დეზინფორმაციის გავრცელებაზე? ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ წულეისკირის თქმით, პანდემიამ საზოგადოებაში შიშები და დაბნეულობა გამოიწვია, რაც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ნაყოფიერი ნიადაგი აღმოჩნდა. 

 ამასთან, წულეისკირის თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებელმა აქტორებმაც უფრო მასშტაბურად დაიწყეს ცრუ ინფორმაციების გავრცელება.

საქართველოში დეზინფორმაციის ძირითადი გამავრცელებელი წყარო რუსეთიდანაა. მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ამბებში შეხვდებით ცნობას ჯავახეთში თითქოსდა ავტონომიის სურვილის შესახებ.