რა სურთ ვალელებს – #სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

February 13, 2024

სარწყავი და სანიაღვრე არხების, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზის და გარე განათების მოწყობა, – რა სურთ ვალელებს

ნახეთ სიუჟეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივებმა რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოითხოვეს, მათ შორისაა სარწყავი და სანიაღვრე არხების, ნაკვეთებამდე მისასვლელი გზის და გარე განათების მოწყობა.

უკვე მესამე წელია რაც ვალეს მოსახლეობის უმრავლესობა გარე განათების მოწყობას ითხოვს. შესაბამისად, წელს, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტების სიაში სწორედ გარე განათების მოწყობა ჩაიწერა.

როდის მოწყობა ვალეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საბაჟოს გზაზე, მეორე შახტაში და კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე სანიაღვრე და სარწყავი არხი? – შეხვედრაზე ეს საკითხიც განიხილეს.

მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, სანიაღვრე და სარწყავი არხების მოწყობის სამუშაოებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

შეხვედრა მოსახლეობასა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის ვალეში, კულტურის სახლში ჩატარდა. შეხვედრის შედეგად, გარდა გარე განათების ქსელის მოწყობისა, გამოიკვეთა კიდევ ორი პრიორიტეტი: სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწყობა.

ახალციხის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტისთვის 612 000 ლარი გამოიყო. როგორც მერიაში გვეუბნებიან, გვითხრეს, მათ თანხის 200% გაზრდა შეუძლიათ.

ამავე წყაროს ცნობით, გასულ წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში, 800 000-მდე ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან – 600 000-ზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები პირველ თებერვალს დაიწყო და 19 თებერვლადმე გაგრძელდება.