მილიონ ლარზე მეტი სკვერების მოსაწყობად – #გარდაბანი

February 13, 2024

გარდაბნის მერია 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სკვერების მოწყობისთვის მილიონ ნახევარზე მეტი ლარის დახარჯვას გეგმავს, – თანხა ასახულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში.

სკვერების მოწყობისთვის გამოყოფილი თანხის სხვა პრიორიტეტებში დახარჯვის მომხრეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მადონა გაბროშვილი.  

როდის და კონკრეტულად რომელ ლოკაციებზე დაიწყება სკვერების მოწყობა უცნობია, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.  

ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, სკვერის მოწყობა იგეგმება როგორც ქალაქ გარდაბნის ტერიტორიაზე – ისე  მიმდებარე სოფლებში. 

ფოტო: გარდაბნის სოფელ მზიანეთის სკვერი, რომელიც 2020 წელს მოეწყო – ფოტოს ავტორი: ნასტასია არაბული