ავტორი: მირანდა ფუტკარაია
25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნა. თარიღს ქვემო ქართლის მუნიცპალიტეტების ნაწილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა. ნაწილი- დუმილით.
1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას არ გამოხმაურებია წალკის ,გარდაბნის და დმანისის მუნიციპალიტეტი.
“საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებთან, საქართველოს დროშა დაეშვა.”-ამ ტექტსით აღნიშნეს ოკუპაციის დღე მარნეულის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებმა.
“102 წელი საქართველოს ოკუპაციიდან”- ამით შემოიფარგლა რუსთავის მუნიციპალიტეტი.
რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, “1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა.”
თარიღს შემდეგნაირად გამოეხმაურა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია: ” საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა.საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებთან, საქართველოს დროშა დაეშვა.”