ვინ (არ) ახსენა რუსეთი 25 თებერვალთან დაკავშირებით

February 26, 2023

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

1921 წლის 25 თებერვალს, ოკუპანტი რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას თითქმის ყველა სამთავრობო და ადგილობრივი უწყება გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებებში იშვიათად მაგრამ მაინც შეხვდებოდით ანექსიის მიზეზს, რუსეთს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში თარიღი “ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად” არის შეფასებული, თუმცა ვინ იყო ამ ტრაგიკული მოვლენის მიზეზი ნახსენები არაა, ისევე როგორც ქუთაისის, რუსთავის და სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთს: ახალციხის, ადიგენის, ასპინძის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: “1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა.”

ბორჯომის მუნიციპალიტეტი: “თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შევიდა და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.”

თარიღთან დაკავშირებით არანაირი სახის ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიას და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას.