ავტორი: მირანდა ფუტკარაია
რუსთავის მერიამ წალკას 3 მუნიციპალური ავტობუსი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაცია შპს “წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისის” დირექტორმა პაატა ლომთათიძემ დაგვიდასტურა.
მისი თქმით, სატრანსპორტო საშუალებებები წალკაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს ჩამოიყვანეს.
დავინტერესდით წალკის რომელ სოფლებს მოემსახურება რუსთავის მიერ ნაჩუქარი მეორეული ავტობუსები. წალკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ავტობუსების მოძრაობის ზუსტი გრაფიკი თვის ბოლომდე გაირკვევა, მანამ არსებული პროექტის მიხედვით კი გეგმა შემდეგია: ავტობუსები ხანდოს, არსარვანს, ბედიანს, ხაჩკოვს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს უნდა მოემსახუროს.
შიდა სასოფლო ტრანსპორტის სიმცირე დიდი ხანია წალკის მოსახლეობის პრობლემაა.
სიუჟეტი მომზადებულია 2022 წლის 29 დეკემბერს
დავინტერესდით, როდიდან დაიწყებს ფუნქციონირებას რუსთავიდან ჩამოყვანილი ავტობუსები. როგორც მუნიციპალიტეტის ავტოსერვისის დირექტორმა გვითხრა, ავტობუსები 3 წლის განმავლობაში უმოქმედო იყო და შეკეთებას საჭიროებს, გამოსაცვლელია საბურავები.
წალკის მერიის საზოგადიებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ ტრანსპორტით სარგებლობას წალკელები, სავარაუდოდ, 1 აპრილიდან შეძლებენ.